ახალი ამბები

კახეთში ღარიბ თემებში სათემო პროექტების დაფინანსების პროგრამა დაიწყო

პროექტის მიზანია კახეთის რეგიონში ღარიბ და მოწყვლად თემებში სამუშაო ადგილების შექმნა და საოჯახო შემოსავლების გაზრდა. პროექტი ხელს შეუწყობს თემებს, ტურიზმის სექტორში მცირე და მიკრო საწარმოები დაიწყონ/გააფართოვონ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიახლოვეს მცირე სათემო სამუშაოები განახორციელონ. ეს უკანასკნელი მოიცავს სათემო ინიციატივების დაფინანსებას, რომლებიც ჯგუფებს დასუფთავების, მათზე ხელმისაწვდომობის, მანიშნებლების დაყენების გზით მათი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და კონსერვაციაში შეუწყობს ხელს. სათემო ინიციატივები ხელმისაწვდომი იქნება კახეთის და იმერეთის შერჩეული თემებისთვის. 
რეგიონში განხორციელდება დაახლოებით 30 სათემო პროექტი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 დოლარს შეადგენს. პროექტი ხორციელდება “საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემების და მიკრო-მეწარმეების გაძლიერების” პროგრამის ფარგლებში.