ახალი ამბები

18 ტონა ქართული ატამი საბაჟოზე არ გაატარეს

შემოწმების დროს „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა დადგინეს, რომ ხილი საშიშ კარანტინულ მავნებელს, „აღმოსავლურ ნაყოფჭამიას“ (Grapholitha molesta Busck.) შეიცავს, რის გამოც უწყებამ 18,5 ტონა ატმის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანა აკრძალა. 
საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო „როსსელხოზნადზორის“ მიერ დაწუნებულ ქართულ ატამს ლაბორატორიული კვლევას ჩაუტარებს. მათი განმარტებით, მომხდარი ფაქტი რუსეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე უარყოფით ასახვას არ ჰპოვებს.
„ექსპორტის განხორციელებამდე სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს ტვირთის ინსპექტირებას და სწორედ ინსპექტირების საფუძველზე გაიცემა სერტიფიკატი. ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი ტარდება ლაბორატორიული კვლევა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩატარდება ლაბორატორიული კვლევა“, – განაცხადეს სააგენტოში.