თელავში მცირეწლოვანმა ორივე ფეხის ტერფის დამწვრობა მიიღო
როგორც „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პატარამ დამწვრობა ლოგინში მიიღო.
„როგორც მშობლებმა პირად საუბარში აღნიშნეს, ჩვილი ლოგინში დააძინეს. თუმცა, იქვე გვერდით ახლოს, პატარა მწერებს რომ არ შეეწუხებინათ, კოღოების საწინააღმდეგო ნივთიერებას ცეცხლი მოუკიდეს და ლოგინთან ახლოს დატოვეს. ეს არის ნივთიერება, რომელიც მწერებისგან დამცავი საშუალებაა, იწვის და მისი გამონაბოლქვი კოღოებს სპობს. სწორედ ეს ნივთიერება გადმოვარდა შემთხვევით და მძინარე ბავშვის ლოგინში ჩავარდა, რის შედეგადაც პატარამ მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო და მას ქვედა კიდურების დამწვრობა აღენიშნება. ამჟამად პაციენტი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.