ახალი ამბები

საგარეჯოში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდება

ღონისძიება ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტარდება. 
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი ქალაქის გამგეობის ხელშეწყობით ტარდება, რომელიც რამდენიმე აერთიანებს.
,,ფესტივალი დაიწყება მხიარული სტარტებით, ასადაც დაგეგმილია მარათონი სირბილში და სხვადასხვა გასართობი თამაშები. 18:30 საათზე გაიმართება ლიტერატურული კითხვის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გაეცნობიან თანამედროვე მწერლების შემოქმედებას და ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ ლიტერატურულ შეჯიბრში. ასევე, გაიმართება დისკუსია თემაზე – ახალგაზრდების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღის ბოლოს კი, 20:00 საათზე, ფესტივალს დაასრულებს კონცერტი. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ელოდება სიურპრიზი,”– განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.