ახალი ამბები

ნადიკვარზე წყლის ბუშტებით სახალისო შეჯიბრი გაიმართება

,,ღონისძიება იმართება ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირებით. აქციის ინიციატორები ვართ საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონი” და ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA). ასევე, ღონისძიებას მხარს უჭერს ქალაქის მერია. ფინანსური მხარდამჭერი კი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო”,–განაცხადა ,,ბემონის” თელავის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ღონღაძემ.
ღონისძიების დასასრულს, გაიმართება სელფების კონკურსი, გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური ჯილდო. აქცია დასრულდება სახალისო შეჯიბრით წყლის ბუშტებით ბრძოლაში.