ლაგოდეხში ჯიხვის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
როგორც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განმარტავენ, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისა და შსს-ს ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ამოღებულია ნანადირევი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.