ტყეების ეკოსისტემის შესახებ კახეთში სკოლის მოსწავლეებს სემინარი უტარდება
ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის“ ფარგლებში მიმდინარეობს სასწავლო სემინარები ტყეების, როგორც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რესურსის მნიშვნელობაზე.
,,თელავიდან და გურჯაანიდან 38 ახალგაზრდას ჩაუტარდა ტრენინგი. პროექტის ძირითადი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა შუამთის ტყეში და უჯარმის მიდამოებში, მათ მოისმინეს ვრცელი სესია ტყეების, როგორც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რესურსის მნიშვნელობაზე, მათ განაწილებაზე, შუამთის მაგალითზე ტყეების რეკრეაციულ მნიშვნელობასა და ტყეების ბიომრავალფეროვნებაზე”,– განაცხადეს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა.
კამპანიის ფარგლებში გამოცხადებულია ფოტო კონკურსი აღნიშნულ თემაზე. სექტემბერში კი გაიმართება საუკეთესო ფოტოების გამოფენა.