ლაგოდეხში ხიდის ჩანგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ადგილობრივების თქმით, ამორტიზებული ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა ზედ საზამთროთი დატვირთული სატვირთო მანქანა გადადიოდა. მათი თქმით, ავტომანქანა ხევში გადავარდა.
როგორც knews.ge-ს შსს–ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.