ახალი ამბები

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ პარტიებს დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს

 ორგანიზაციის ხელმძღანელის, თამარ ჟვანიას განცხადებით, იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და სურთ არჩევნებში მონაწილეობა, 12 აგვისტომდე უნდა დარეგისტრირდნენ. 

,,სათანადო განცხადებით უნდა მიგვმართონ პირველ აგვისტომდე, რის შემდეგაც მათ უნდა წარადგინონ მხარდამჭერთა სიები”,–განაცხადა ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, მოუწოდებს დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.