ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს მოუწოდებს დროულად დარეგისტრირდნენ
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, იმისთვის, რომ მათ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, პირველ აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ან მათ შეუძლიათ მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
„პირველ აგვისტომდე დარჩა რამდენიმე დღე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართმითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ.