ახალი სიმღერა კახეთზე
როგორც ავტორი ამბობს, ინიციატივა კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს ეკუთვნის.
,,კახეთში ერთ–ერთ მუსიკალურ საღამოზე შევხვდი ირაკლის, რომელმაც მთხოვა, დამეწერა კარგი სიმღერა კახეთზე. ეს სიღერა დაიწერა ამ კუთხის სიყვარულით. თითოეული სიმღერა ჩემი სულის ნაწილია და ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებისაგან სიყვარულს ვიღებ”,–აცხადებს ნანა ცინცაძე.
სიმღერას ასრულებენ მომღერლები გია ნიკოლაძე (ნიკოლშოუ) და დავით არჩვაძე. არანჟირება კი, ირაკლი მენთეშაშვილს ეკუთვნის.