ლაგოდეხში მაშველებმა 60 ტურისტი გადაარჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, 60-ზე მეტ ტურისტს დახმარება გაუწიეს და ადიდებულ მდინარეზე სამაშველო თოკების გამოყენებით უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
„112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ადიდების გამო, დამსვენებელთა ჯგუფები ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ სამაშველო ოპერაცია ჩავატარეთ და ყველა დამსვენებელი მდინარის მეორე ნაპირზე უვნებლად გადავიყვანეთ”,–განაცხადეს სააგენტოში.