თამარ ჟვანია – საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მისივე განცხადებით, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
,,ამ ეტაპზე, საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოსულია მცირე რაოდენობის განცხადებები, რომლის განხილვაც მოხდება შესაბამისი ოლქების მიერ. პრეტენზიები, ძირითადად, წინასაარჩევნო კამპანიის წესებს უკავშირდება, თუმცა განხილვისას ვერ ვნახეთ რაიმე ტიპის დარღვევა. ვფიქრობ, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს საკმაოდ მშვიდ გარემოში და სერიოზულ პრობლემებსა თუ დარღვევებს ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია,’’– განუცხადა Knews.ge-ს თამარ ჟვანიამ.