ცესკოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს კონსულტაციას გასაგებ ენაზე გაუწევენ
როგორც ცესკოში აცხადებენ, საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრს 28 ოპერატორი შეემატა.
,,ცენტრში დასაქმებული არიან სპეციალური საჭიროების მქონე პირები, ასევე ოპერატორები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ – აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მიაწვდიან ამომრჩეველს ინფორმაციას”.
დაინტერესებული პირები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების და საარჩევნო დავების შესახებ.