ყვარელში შინმოუსვლელთა სკვერის რეაბილიტაციაზე 748 ათასი ლარი დაიხარჯება
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სკვერის რეაბილიტაციისთვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 748 235 ლარი დაიხარჯება. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი აცხადებს, რომ სამუშაოებს, რომელიც ხუთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ყვარელმშენი-52“ აწარმოებს.
„ტყე-პარკი აქამდე ამ დრომდე უფუნქციო იყო დარჩენილი. სულ მალე კი ქალაქ ყვარელს კიდევ ერთი, კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება, სადაც ადგილობრივი და ჩამოსული ტურისტები დასვენებას და გართობას შეძლებენ. პროექტის დასრულების შემდეგ აქ განთავსდება: ბუნგალო, შეღებილი სარბენი და შიდა ბილიკები, ჩოგბურთის მოედანი, ბეტონის მოედანი მინი-მატარებლისთვის და კარუსელისთვის, ორძელები და სხვადასხვა სახის ატრაქციონები” -განაცხადა ილია მზექალაშვილმა.