NDI-გამოკითხულთა 72%-ს ევროკავშირში, 64%-ს კი ნატო-ში გაწევრიანება სურს
knews.ge-ს მიერ თელავში გამოკითხულთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროდასავლური კურსი, თუმცა რუსთთან დადებითი ურთიერთობა უნდა იყოს შენარჩუნებული.
,,ევროკავშირის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია გავრცელებული.ზოგისთვის ევროინტეგრაცია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ნიშნავს, სხვა ნაწილს კი მიაჩნია, რომ დასავლეთთან ქვეყნის ინტეგრაცია არცთუ სახარბიელო შედეგების მომტანი იქნება”,–აცხადებს ნათია ამირანაშვილი.
საზოგადოების ნაწილი შიშობს, რომ ევროკავშირის წევრობის შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაცია ეცდება, ქართულ კულტურას და ეროვნულ ტრადიციებს საფრთხე შეუქმნას.
მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირის მოთხოვნებს შეასრულებს, მაგალითად, ფერმერს შესაძლებლობა ექნება, პროდუქცია 500 მილიონიან ბაზარზე გაიტანოს.
ანალიტიკოსები განმარტავენ, მოსახლეობის არასწორი ინფორმირება ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის შესახებ მცდარ შეხედულებას იწვევს.