ენმ – მევენახეებისთვის განკუთვნილი 14 მილიონი ლარი გაიფლანგა
ჭიაბერაშვილი საგამოძიებო ორგანოებიდან მოითხოვს შეისწავლონ „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ამ ორგანოებმა შეისწავლონ „აგროდაზღვევის“ პროგრამის განხორციელების კანონიერების საკითხი, გამოავლინონ დანაშაულებრვი ჯგუფის ბრალეული პირები, მისცენ ისინი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და დაეხმარონ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სადაზღვევო თანხების მიღებაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.