ახალი ამბები

თელავის თეატრში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ,,ანსამბლი 75″. როგორც knews.ge-ს კონცერტის ორგანიზატორმა თამაზ ქაჯაიამ განუცხადა, ტურნე თელავის გარდა, საქართველოს მასშტაბით ტარდება.

“მიმდინარე წელი მომღერალ ბესო კალანდაძის საიუბილეო წელია, ამიტომ გადავწყვიტეთ, დაგვეგემა ტურნეები, ხოლო ბილეთებიდან შემოსული თანხით სხვადასვა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს დავხმარებოდით. მინდა, ჩემი სიმპათია გამოვხატო თელავის და თელაველების მიმართ. ინფორმაციამ ჩვენი კონცერტის თაობაზე დიდი ინტერესი გამოიწვია და საქველმოქმედო საღამოზე დასწრების მსურველთა რიცხვი საგრძნობლად იზრდება. მინდა გითხრათ, რომ მაყურებელს ძალიან სასიამოვნო საღამო ელოდება. გაჟღერდება ანსამბლ 75–ის პოპულარული სიმღერები, ასევე, შექმნილია ბევრი ახალი სიმღერა, რომლის პრემიერაც სწორედ დღეს მოხდება. გარდა ამისა, ჩვენს მაყურებელს ელოდება სიურპრიზი, იუმორისტული პროგრამის სახით“, –განუცხადა knews.ge-ს თამაზ ქაჯაიამ.