როგორია თელავი–ახმეტის მაჟორიტარული ოლქების საზღვრები
როგორც knews.ge-თან საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, ოლქების გამსხვილება ე.წ. „ხმის თანაბრობის“ პრინციპის დაცვით მოხდა. შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრის მანდატსამომრჩეველთა ხმების რაოდენობა განსაზღვრავს და არა მუნიციპალური საზღვრები.
ცვლილების თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები თელავსა და ახმეტაში ასე გადანაწილდა.
#28 – ახმეტის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულას, ვარდისუბნის, თეთრიწყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორეს, ფშაველის, ყარაჯალის და ართანას ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები ჩამოყალიბდა ერთ ოლქად 50619 ამომრჩევლით საიდანაც 50619 ამომრჩევლიდან, 30426 ახმეტის, ხოლო 20193 თელავის ამომრჩეველია.
„მოხდა საზღვრების ახლებური დელიმიტაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული საზღვრები განისაზღვრა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. შესაბამისად, ამომრჩევლის რაოდენობა და პროპორცია იქნება დაცული. საზღვრების დელიმიტაციის პროცესმა მოგვცა განსხვავებული ტერიტორიული ერთეულები და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები,“ – განაცხადა თამარ ჟვანიამ.