კახეთში ივლისის ბოლომდე ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება
სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში რეგიონის ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. 26–27 ივლისს, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33° იქნება. 28 ივლისს მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება. 29-31 ივლისსაც შენარჩუნდება არამდგრადი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32°. სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2 აგვისტოდან გამოიდარებს