ახალი ამბები

ხორბლის მოსავლის ასაღებად დედოფლისწყაროს 12 კომბაინი გადაეცა

დედოფლისწყარო მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, იმისთვის, რომ ადგილობრივ ფერმერებს მოსავლის მომკის პრობლემა არ შეექმნათ, აზერბაიჯანიდან საქართველოში დასახმარებლად შემოვიდა 30 ერთეული კომბაინი. 12 ერთეული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს გადაეცა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა უზრუნველყოფს მოსავალის დროულად, ხარისხიანად და უდანაკარგოდ აღებას.
,,კომბაინების დახმარებით უფრო აქტიურად გაგრძელდება მოსავლის აღება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება აზერბაიჯანიდან შემოსული დამხმარე აგროტექნიკა, რომლებიც მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე გადანაწილდება. მინდა პირობა მივცე ყველას, რომ არცერთ გლეხს მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება”, – განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.