ხვალ იუსტიციის მინისტრი თელავში შეხვედრას გამართავს
როგორც knews.ge-ს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციში განუცხადეს, შეხვედრას დაესწრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი და გუბერნატორის მოადგილეები. თეა წულუკიანი, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის.

