ახალი ამბები

სამართალდამცავებმა სიღნაღში ორი პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა.
”სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია „იჟ 56“-ის მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი ვარგისია სროლისთვის. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, –განუცხადეს knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისმობს.