ახალი ამბები

თელავში პედაგოგთა ფორუმის შემაჯამებლი შეხვედრა ჩატარდა

პედაგოგთა ფორუმი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის”. 
როგორც knews.ge-ს პროექტის დირექტორმა ნინო გვარამაძემ განუცხადა, პროგრამის მიზანს სამოქალაქო განათლების ფარგლებში თვითმმართველობის საკითხების შესწავლის გზით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და ამით მოსახლეობის გააქტიურება წარმოადგენს.
„პროექტის „სამოქალაქო განათლება თვითმმართველობაში ჩართულობისთვის“ ფარგლებში პედაგოგებს სხვადასხვა რაიონში ჩაუტარდათ ტრენინგები. სემინარების დასრულების შემდეგ პედაგოგებმა ჩაატარეს საჩვენებელი გაკვეთილები, სადაც კახეთის რეგიონის პედაგოგებიც ესწრებოდნენ და მათ მიიღეს ინფორმაცია და გამოცდილება. მათ გადეცათ როგორც წიგნები ისე დისკები, სადაც განხილულია, თუ როგორ დაგეგმონ და განახორციელონ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხები მოსწავლეებთან ერთან, რათა შემდეგ გაუადვილდეთ საკუთარი ინიციატივების განხორციელება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო გვარამაძემ.