ახალი ამბები

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 50 წლამდე ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

თვითმხილველების ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. 
დაშავებულები ყვარლის მუნიციპალიტეტის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც შსს–ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5-ე ნაწილით, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევას და გაუფრთხილებლობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.