ახალი ამბები

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს გაიხსნება

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები იუსტიციის მინისტრმა დაათვალიერა. თეა წულუკიანი არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. 
მინისტრის თქმით, იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის შემდეგ ლაგოდეხის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორების 400-ზე მეტი სერვისი. 
,,იუსტიციის სახლში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისები. ლაგოდეხის იუსტიციის სახლში მოეწყობა,აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.
ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. ტენდერი მის მშენებლობაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა. შენობისსაერთო ფართი 760 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 35 ადგილობრივი დასაქმდება.