ახალი ამბები

,,თავისუფალი დემოკრატებიდან” ახმეტის დეპუტატობის კანდიდატი ოთარ კვირიკაშვილი იქნება

მისი კანდიდატურა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ,,თავისუფალი დემოკრატების” ყრილობაზე დაასახელა.
როგორც knews.ge-ს ოთარ კვირიკაშვილმა განუცხადა, მას აქვს მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ახმეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. კვირიკაშვილის თქმით, აუცილებელია, ქალაქმა ახმეტამ ტურისტული და სატრანზიტო ფუნქცია დაიბრუნოს.
,,მაქვს მკაფიოდ გაწერილი სამოქმედო გეგმა და უახლოეს დღეებში შევუდგები მუშაობას ჩემს გუნდთან ერთად. გამარჯვების შემთხვევაში ვიზრუნებ ახმეტის განვითარებაზე. ასევე უმნიშვნელოვანესია არაფორმალური განათლების კერების არსებობა და თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრობლემები მრავალგვარია და ჩვენი რაიონიც დივერსიფიცირებულ მიდგომებს საჭიროებს. ასე რომ ვიწყებ ბრძოლას გამარჯვებისთვის”, – განუცხადა Knews.ge-ს ოთარ კვირიკაშვილმა.
ირაკლი ალასანიამ კანდიდატები კახეთის კიდევ სამ საარჩევნო ოლქში წარადგინა. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ,,თავისუფალი დემოკრატებიდან” უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მანდატის მოპოვებას გურჯაანში სიმონ ქოჩორაშვილი, თელავში დიმიტრი ზაქაიძე, ხოლო ლაგოდეხში ვახტანგ მჭედლიძე შეეცდება.