ახალი ამბები

ენმ ლაგოდეხსა და ახმეტაში დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს

შეხვედრას პარტიის ლიდერები ნიკა მელია და დავით ბაქრაძე დაესწრებიან.
Knews.ge-ს ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობა” ახმეტაში დეპუტატობის კანდიდატად შაქრო ტერტერაშვილს, ხოლო ლაგოდეხში გურამ კაკალაშვილს დაასახელებს.
კანდიდატის წარდგენა ლაგოდეხში 12:00 საათზე, ახმეტაში კი 16:00 საათზე დაიწყება.
ნიკა მელუა და დავით ბაქრაძე მხარდამჭერებსაც შეხვდებიან და მათ პარტიის სამოქმედო გეგმას გააცნობენ.