ქალაქ თელავის მოსახლეობას უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდა
აქცია ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარისა და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმების ინიციატივით გაიმართა.
,,განხორციელდა კარდიოლოგიური პაციენტების გასინჯვა. თელაველებს ჩაუტარდათ როგორც ინსტრუმენტული ასევე ლაბორატორიული კვლევები, მივეცით შესაბამისი დანიშნულება და რეკომენდაცია. თუ სამომავლოდ იქნება კიდევ მსგავსი აქციების ჩატარების ინიციატივა, ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, ჩავერთოთ’’, – განუცხადა Knews.ge-ს კარდიოლოგმა გიგი სამადაშვილმა.
როგორც knews.ge-ს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, არჩილ თხლაშიძესმ განუცხადა, თელავში მსგავსი აქციები გაიმართება თვეში ერთხელ, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, უფასოდ ჩაიტარონ გამოკვლევები და მიიღონ კვალიფიციური რჩევები. მსგავსი გამოკვლევები თელავის რაიონის სოფლების მოსახლეობასაც შეეხება.
,,ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგები ჩამოსული არიან თელავში მეგობრული ვიზიტით სრულიად უსასყიდლოდ და სინჯავენ ჩვენი ქალაქი მოსახლეობას. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ამას ექნება პერმანენტული ხასიათი. სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს სავარაუდოდ თვეში ერთხელ მსგავსი აქციის ჩატარება, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც”,– აღნიშნა არჩილ თხლაშიძემ.

