ახალი ამბები

კახეთის მაგისტრალური გაზსადენის “თელავი-ახმეტის” მონაკვეთი აშენდება

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს “რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაქშენი” ახორციელებს. “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გაზსადენის მშენებლობა 2017 წლის თებერვლამდე დასრულდება. გაზსადენის მშენებლობისათვის 2 120 000 ლარია გამოყოფილი.
„თელავი-ახმეტის“ 27კმ-იანი მონაკვეთის 300 მმ დიამეტრის ახალი მილსადენის მშენებლობა მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოთა ფარგლებშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე, 1976 წელს აშენებული 200 მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები სრულად შეიცვლება”, – განაცხადეს საქრთველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციაში.