იორმუღანლოს მოსახლეობას საკრებულოში წარმომადგენელი არ ჰყავს
მისივე განცხადებით, პაატა ბურჭულაძის პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეს საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და ეთნიკური უმცირესობების წარმონადგენლების ინტერესებს როგორც საკრებულოში ისე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიცავენ.
,,მუნიციპალიტეტში, სადაც 34% ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რაიონის საკრებულოში არ ყავთ არც ერთი წარმომადგენელი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ამისა, სოფელში ისევ მწვავედ დგას სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი, რაც საბოლოოდ ხელს უშლის საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას”, – განაცხადა გიორგი მეგრელიშვილმა.
მისივე თქმით, ადგილობრივებს მიწის რეგისტრაციისა და ცხვირის რეალიზაციის პრობლემებიც აწუხებთ.