თელავში მოხალისეების შერჩევა დაიწყო
როგორც knew.ge-ს პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა ლერი მუთოშილმა განუცხადა, მოხალისეები გასაუბრების საფუძველზე მიიღებიან.
„დღეს ჩვენ გავესაუბრებით მოტივირებულ ახალგაზრდებს, ვისაც აქვს სურვილი, გახდეს „საქართველოს მოხალისე“და თავისი წვლილი შეიტანოს მოხალისეობრივი კულტურის განვითარებაში. ხვალ ან ზეგ იქნება ცნობილი, თუ ვინ გახდება ჩვენი გუნდის წევრი. როგორც კი მოხალისეთა შერჩევის ეტაპს დავასრულებთ, გადავალთ უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე, რაც სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გულისხმობს და შესაბამისად ჩამოყალიბდება „თელავის მუნიციპალიტეტის მოხალისეთა კლუბი”, რომელიც შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს თავის ფუნქციებს“, –განუცხადა knews.ge-ს ლერი მუთოშვილმა
პროექტის მონაწილის ელენე ნადირაძის განმარტებით, პროგრამაში მონაწილეობა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანის მიზნით გადაწყვიტა. მისივე თქმით, მოხალისეობა საზოგადოებასთან მჭიდრო ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა.
„ერთ–ერთი მთავარი მიზანი, თუ რატომ გადავწყვიტე გავხდე საქართველოს მოხალისე არის ის, რომ მინდა ყველა ადამიანს დავეხმარო და შევიტანო ჩემი წვლილი მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. სამწუხაროდ მოხალისეობის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დამკვიდრებული, რის გამოც ადამიენებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მოხალისეობა. პროექტში მონაწილეობის მიღება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ყველამ გააცნობიეროს მოხალისეობის მნიშვნელობა.:როცა თანახმა ხარ იყო მოხალისე, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი სურვილით დახარჯო შენი დრო სხვა ადამიანების კეთილდღეობისთვის და ეს სრულიად უანგაროდ გააკეთო. მოხალისეობა საუკეთესო საშუალებაა ადამიანებთან მეტი კომუნიკაციის დასამყარებლად, ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების მისაღებად“, – აღნიშნა ელენე ნადირაძემ.