ბრიჯ- ინოვაცია და განვითარება
თანამდებობა:
ბუნებრივი კატასტროფების შემცირების რესურს ცენტრის კოორდინატორი
ადგილმდებარეობა:
თელავის მუნიციპალიტეტი, ქ. თელავი
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:
18.00 სთ 28 ივლისი, 2016 წ.
ინფორმაცია ორგანიზაციის/პროექტისშესახებ
„ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ (BRIDGE–Innovation and Development) არის საქართველოში მოქმედი სწაფად მზარდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად, ასევე ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად.
„ბრიჯი“ 2015 წელს დააფუძნა საქართველოში ოცდაორწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია „ოქსფამმა“, როგორც მისი სამართალმემკვიდრე ორგანიზაცია. ჩვენ ვაგრძელებთ „ოქსფამის“ საქმიანობას სოფლის მეურნეობის და სოფლად განვითარების ხელშესაწყობად, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით.
(www.bridge.org.ge).
ვაკანსია ცხადდება „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“პროექტის მიერ, რომელიც ხორციელდება „ევროკომისიის რისკების მიმართ მდგრადობის გაძლიერების პროგრამის (DIPECHO) ფარგლებში.
,,ბრიჯ ინოვაცია და განვითარება“, როგორც ოქსფამის პარტნიორი ორგანიზაცია, პროგრამას ახორციელებს „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“ პროექტის საშუალებით თიანეთის, თელავისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ასევე „შავი ზღვის ეკო აკადემიასთან თანამშრომლობით“ ხულოში, ქედასა და შუახევში.
სამუშაოს მოკლე აღწერა:
„ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების “ პროეტი ვაკანსიას აცხადებს თელავისმუნიციპალიტეტისბუნებრივი კატასტროფების შემცირების რესურს ცენტრის კოორდინატორის თანამდებობაზე, რომელიც უხელმძღვანელებს აღნიშნულ ცენტრს და თანმიმდევრულად განახორციელებს რესურს ცენტრის სტრატეგიის მიხედვით დაგეგმილ ქმედებებს.
აღნიშნული რესურს ცენტრის მიზანია ადგილობრივ მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას შორის კავშირების ხელშეწყობა და გაძლიერება, რაც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის: ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება, კლიმატის ცვლილების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ცოდნის გაზიარებისა და საგანგებო მზადყოფნის უნარების ჩამოყალიბების მიმართულებით თანამშრომლობა.
სამუშაოს დეტალური აღწერა:
- ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფის შეკრება და საქმიანობის კოორდინაცია;
- ცენტრის სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- გარემოს დაცვის, კატასტოფების რისკის შემცირების, კლიმატის ცვლილების და სხვა საკითებზე კონსულტაციების, ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება;
- ცენტრალურ და რეგიონულ სტრუქტურებთან ურთიერთობის ფასილიტაცია;
- მუნიციპალიტეტის სოფლების მოწყვლადობის შეფასების მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება;
- მოწყვლადობის შეფასების მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით სოფლებისა და მუნიციპალური საპრევენციო ღონისძიებების გეგმის მომზადების ხელშეწყობა;
- „ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირების“ პროექტის მიერ მოწყობილ ტრენინგებში და საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
- ადგილობრივ თემებთან მუშაობა და სოფლის საინიციატივო ჯგუფების შესაძლებლობათა გაძლიერება;
- სოფლის მოხალისე მაშველთა ჯგუფებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
- ადვოკატირების კამპანიის წარმოება კატასტროფების რისკის შემცირების მიმართულებით;
- თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის შემცირების მოდელის რეპლიკაციის ხელშეწყობა;
- მუნიციპალური ეკო კლუბების გააქტიურება და ჩართვა ცენტრის საქმიანობაში;
- ცენტრის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
- თანამშრომლობა ადგილობრივ და რეგიონულ მედიასთან ცენტრის საქმიანობების გასაშუქებლად;
- ცენტრის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- მუნიციპალიტეტის ერთ კონკრეტულ სოფელში „ბუნებრივი კატასტროფების შემცირების“ პროექტის ფარგლებში კატასტროფების მიმართ მდგრადი თემების ჩამოყალიბების მოდელის რეპლიკაციაში დახმარება და სოფლის თემთან კოორდინაცია, რაც ასევე მოიცავს სოფელში ხშირ ვიზიტებს.
შერჩევის კრიტერიუმები:
აუცილებელი მოთხოვნები:
- საკუთარი ტრანსპორტი (სასურველია ორხიდიანი მანქანა);
- კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
- ანგარიშების წერის უნარი;
- თემის მობილიზების უნარი;
- მოტივაცია და ორგანიზატორული უნარი;
- გარემოსდაცვისადასტიქიურიუბედურებებისრისკისმართვისსაკითხებისცოდნადამუშაობისგამოცდილება;
- კომპიუტერისადაინტერნეტისსაბაზისოცოდნა;
- ორგანიზაციულისაქმიანობისგამოცდილება;
- გუნდურიმუშაობისგამოცდილება;
- შეხვედრებისადატრენინგებისფასილიტაციისაუნარ-ჩვევები;
- სიახლეებისდანერგვისსურვილიდამოტივაცია;
- სახელმწიფოსტრუქტურებთანდაარასამთვარობოსექტორთანმუშაობისგამოცდილება;
- სასურველიასაერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანთანამშრომლობისგამოცდილება.
სასურველია:
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
განაცხადის ფორმატი და შემოტანის პროცედურა:
განაცხადი უნდა შესრულდეს ქართულან/დაინგლისურ ენაზე და უნდა მოიცავდეს: (1) სამოტივაციო წერილს და (2) მოკლე ავტობიოგრაფიას(CV), მინიმუმ ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: [email protected]
შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. კონკურსი ორეტაპიანია.განაცხადებს განიხილავსსპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია. გასაუბრებისთვის მოვიწვევთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ შესარჩევ ტურს.
შენიშვნა:
არასრული განაცხადები არ განიხილება.