ახმეტაში კოლეჯ აისის ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა
,,პროფესიულ სასწავლებელს შენობა 2007 წელს გადაეცა, მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდე არ განხორციელებულა. შესაბამისად, შენობა სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სასწავლო კორპუსში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, ნაწილობრივ უკვე აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილი იქნება თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით და ადაპტირებულია იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის”, – განაცხადა ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა.
კოლეჯში ძირითადად ტურიზმის, რეწვის, ვეტერინარიისა და ხელოვნების მიმართულების პროგრამები მოქმედებს.
,,შენობის მეორე სართული სასტუმროს დაეთმობა, სადაც სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან, აქ წარმატებით განხორციელდება მოდულური პროგრამები და ძირითადად სასწავლო დატვირთვა ექნება. აქვე იცხოვრებენ მეზობელი სოფლებიდან ჩამოსული და სოციალურად დაუცველი სტუდენტებიც”,–აცხადებს ბაიდაური.
პროფესიულ კოლეჯ „აისი“-ს ფილიალი ოფიციალურად რამდენიმე თვეში გაიხსნება.