სოფელ ბოლოკიანის მოსახლეობა მოსავლის რეალიზებაში დახმარებას ითხოვს
ფერმერები მოსავლის დიდ რაოდენობასა და მყიდველის სიმცირეზე საუბრობენ. ადგილობრივები ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას დახმარებას თხოვენ.
,,გლეხის შრომა დაუფასებელია. რაც ოჯახში შემოსავალი შემოდის, მხოლოდ კრედიტების დაფარვას თუ ყოფნის და მოგება არაფერი რჩება. თურქეთიდან და ირანიდან შემოდის ამდენი პროდუქცია და ჩვენი კიდევ გასაყიდი რჩება. მაგალითად, ბულგარული წიწაკა 20 თეთრადაც არ იყიდება. გადასაყრელ ფასებშია ჩვენი პროდუქტი. შემოტანილი პროდუქცია კი უსარგებლოა და არც ვენდობი, რაც ხარისხიანია იმას კიდევ ფასი არ აქვს. არც ბოსტნეული იყიდება და არც ხილი”, – აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.
ლაგოდეხელი ფერმერები საქართველოს სხვა ქალაქებში პროდუქციის გატანას ვერ ახერხებენ. ისინი აცხადებენ, რომ თუ ხილის გაყიდვას დიდი დრო დასჭირდება, მოსავლის ნაწილი დალპება.