სიღნაღსა და ახმეტაში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება
როგორც სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში’’ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მიერ ქვესადგურებზე ჩასატარებელი დიაგნოსტიკური სამუშაოებია. კომპანიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე ქსელიდან გათიშულ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.
,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ქვესადგურ ,,წნორში” ტრანსფორმატორის დიაგნოსტიკურ გაზომვებს გეგმავს. აღნიშნულიდან გამომდინარე 13 ივლისს 07:00-დან 08:30 სთ-მდე ელექტროენერგია გაეთიშება ქალაქ წნორს და მიმდებარე სოფლებს: ანაგას, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს. ასევე 13 ივლისს ქვესადგურ ,,ახმეტაში” იგეგმება პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება. ამასთან დაკავშირებით 12:00-დან 13:00 სთ-მდე ენერგომომარაგება შეეზღუდება სოფელ მატანს. 13:00 დან 14:00 სთ-მდე პანკისის ხეობის სოფლებს, 14:30-დან 16:00 სთ-მდე ზემო და ქვემო ალვანს, ფიჩხოვანს, მაღრაანს, ბაბანეურს და არგოხს. სამუშაოების დასრულებისთანავე აღნიშნულ სოფელებში ენერგომომარაგება აღდგება,’’– განუცხადეს Knews.ge-ს სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაში.’’