თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ
როგორც ,,რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, შესაბამისი განცხადება ”რესპუბლიკური პარტიის” პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში მიმართავენ.