ახალი ამბები

ლაგოდეხში 60 ჰექტარი მიწის ფართობი დამატებით მოირწყვება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ ლაგოდეხში 60 ჰექტარი მიწის ფართობი მოირწყვება. პროექტის ფარგლებში გაიწმინდა არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.
,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის – ონანაურის, ჭაბუკიანისა და ზემო ნაშოვარის 100 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული არხიდან, წყალსაქაჩი ტუმბოს გამოყენებით შესაძლებელია, 60-მდე ჰექტარი მიწის ფართობისთვის სარწყავი წყლის მიწოდება”, – განაცხადეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში.