სიღნაღში მეწყერულ ზონაში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თითოეული ოჯახის სახლის შესაძენად 25 ათასი ლარი გამოყო.
,,აღნიშნული ოჯახები მეწყერის გამო ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენ მათ დასახმარებლად მივმართეთ სათანადო სამსახურებს და სახელმწიფომ, კერძოდ კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, თითოეულ მათგანს ახალი სახლების შესაძენად 25 ათასი ლარი გამოუყო. 2015 წელს მსგავსი დახმარება სიღნაღში მცხოვრებმა ორმა ოჯახმა უკვე მიიღო,”– განუცხადა knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ეკა ჩახნაშვილმა.