ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე კარის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწყო
მაჭის (თოღის) ციხე-დარბაზი და ეკლესია ლაგოდეხიდან 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ტურისტებისთვის შედგენილი 5 მარშრუტიდან ერთ-ერთის, მაჭის ციხის მარშრუტის ფარგლებში ვიზიტორებს კარის ეკლესის მონახულების შესაძლებლობა აქვთ.
როგორც Knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ განუცხადა, კარის ეკლესია მეექვსე საუკუნით თარიღდება და ის ვიზიტორების დიდ ინტერესებას იწვევს.
,,ციხისა და ეკლესიის ნახვა ვიზიტორებს მაჭის ციხის მარშრუტის ფარგლებში შეუძლიათ. ამ ტერიტორიებზე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო და ამ დრომდე შემორჩენილია მეექვსე საუკუნის კარის ეკლესია. გარდა ამისა, ნაკრძალში გვაქვს 5 ტურისტული მარშრუტი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი. გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი საშუალო სირთულის ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერების მარშრუტი. ნინოსხევის ჩანჩქერი 40 მეტრიანი წყალვარდნილია და ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს,’’– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი სულამანიძემ.