ენმ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გასაღები მცირე ბიზნესშია
დღეს, თელავში, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. მათ, მხარდამჭერებს პარტიის სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ენმ-ს წევრების თქმით, ეკონომიკური პროგრამა, რომელზეც ამომრჩევლებს ესაუბრნენ, თოითოეულ მოსახლეზეა მორგებული და მიმართულია მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ლიდერებისვე ინფორმაციით, ერთიანი ეკონომიკური პროგრამის შემუშავება ყველა რეგიონისთვის ცალ-ცელკე იგეგმება.
,,ჩვენ ვმუშაობთ სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასაკობირივი პენსიის 50 ლარით გაზარდაზე, უსამართლოდ შეწყვეტილი სოციალური შემწეობების აღდგენასა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე. გვაქვს ღონისძიებათა კონკრეტული გეგმები გაწერილი იმისთვის, რომ ერთის მხრივ შეიცვალოს ეკონომიკური მდგომაროება ქვეყანაში და მეორეს მხრივ, მოქალაქეს, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა სჭირდება ეფექტურად გავუწიოთ დახმარება,’’– განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დავით ბაქრაძეს განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, 250 ლარის დღიური ბრუნვის მქონე ბიზნესი ყოველგვარი გადასახადისგან გათავისუფლდება.
,,ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გასაღები მცირე ბიზნესშია. ჩვენ ვგემავთ, რომ ბიზნესი, რომლის დღიური ბრუნვა 250 ლარზე ნაკლებია, გათავისუფლდება ყველა გადასახადისგან. ეს იქნება ის შეღავათი, რომელიც შეეხება ათიათასობთ მცირე მაღაზიას, ჯიხურებს, საპარიკმახეროებს, ლომბარდებს, ასევე ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს, ტაქსის მძღოლებს და სხვა ბევრ კატეგორიას’’, – განუცხადა Knews.ge-ს დავით ბაქრაძემ.