თელავში ზებრა გადასასვლელები მდგრადი ტექნოლოგიური მასალით შეიღებება
როგორც Knews.ge- ს ქალაქის მერმა პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, აღნიშნული მასალა სხვა საღბავებთან შედარებით გაცილებით ხარისხიანია.
მისივე განმარტებით, ქვეითებისთვის განკუთვნილ გზაზე უკვე არსებული საღებავი თითქმის შეუმჩნეველია, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს.
„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ინტენსიურია ტრანსპორტის თუ ქვეითთა მოძრაობა. საღებავი, რომლითაც აქამდე იღებებოდა გადასასვლელები, დაახლოებით ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში ვერ სძლებს, ამიტომ საჭირო გახდა ახალი მასალა,რომლის ექსპლუატაციის ვადა გაცილებით დიდია“,- განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ხელშეკრულების გაფორმებისთანავე დაიწყებს.
„იმისათვის,რომ უკეთსი ტექნოლოგიის საღებავი გამოგვეყენებინა, გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული. ჩვენ უკვე მოვიწვიეთ ფირმა ხელშეკრულების გასაფორმებლად და სულ მალე დავიწყებთ აღნიშნული სამუშაოების შესრულებას“, –აღნიშნა კალმახელიძემ.