საგანგაშო დასკვნა – მსოფლიოში ყველაზე მომწამვლელი ჰაერი საქართველოშია
კვლევაში მოცემულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას კაცზე, რომელიც გამოწვეულია ჰაერის დაბინძურების შედეგად. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ყოველ 100 ათას კაცზე ბულგარეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდის ჰაერის დაბინძურების მხრივ მოწინავე ქვეყნები ჩინეთი და ინდოეთი. ათეულში ასევე შედიან უნგრეთი, ჩადი, რუსეთი, ნიგერია, პაკისტანი და ინდონეზია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მაღალ რისკს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. ჰაერის დაბიძნურებაზე მეტად საშიშ პრობლემებად ორგანიზაცია არტერიულ წნევას, კვებითი რაციონის დარღვევასა და მოწევას გამოყოფს, მეოთხე ყველაზე დიდ რისკად კი სწორედ ჰაერის დაბინძურებას ასახელებს.
2016 წლის ანგარიშის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება იწვევს ფილტვის სიმსივნეს, ფილტვების ქრონიკულ და გულის დაავადებებს. ამავე ანგარშით, ჰაერის დაბინძურებას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაბალი შობადობა, ტუბერკულოზი, კატარაქტა, ასევე ხორხის სიმსივნე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ძირითადად ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს, მისი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ასევე ინფორმაციის (ანგარიშების, კვლევების) გამოქვეყნება სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და გარემოს დაცვა.