თელავში ყაზახეთის საკონსულო გაიხსნება
თელავში ყაზახეთის საკონსულო გაიხსნება – შესაბამისი უფლება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა.
საკონსულო საქართველოში ყაზახეთის საპატიო კონსულის გიორგი ჯახუტაშვილის მეთაურობით გაიხსნება.
აქამდე, ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო და საკონსულო განყოფილება დედაქალაქში, ლვოვის ქუჩაზე, 77 ნომერში ფუნქციონირებდა. ასევე, ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო მდებარეობს ბათუმსა და რუსთავში.