ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ჯეირანებს ლიკლიკების ახალი თაობა შეემატა
პროექტი „ჯეირნების რეინტროდუქცია კავკასიის ისტორიულ ჰაბიტატებში“ აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით 2013 წლიდან მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე აზერბაიჯანიდან 38 ჯეირანია შემოყვანილი, 2015 წელს დაიბადნენ პირველი ლიკლიკებიც.
ჯეირანების დამატებითი რეინტროდუქცია მომავალშიც იგეგმება.