საარჩევნო პერიოდში ძალადობა პატიმრობით დაისჯება
საკანონმდებლო ცვლილენბების მიზანი წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების მიმდინარეობისას ძალადობის პრევენციაა. ცვლილებებს მხარი სამოცდაცხრამეტმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა არავის არ მიუცია.
ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატებ ახალი 162-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, კინჭისყრის შენობაში, კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონოსძიებების დროს ძალადობა, რომელსაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ძალადობრივი ქმედება, რომელსაც მოჰყვა პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, დაისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, სასჯელის ზომა იქნება 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს საარევნო უბნის პერიმეტრზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის გარეშე პოლიციის ყოფნას და არა საკუთრივ კერნჭისყრის შენობაში, თუ ადგილი ექნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.