ახალი ამბები

თელავის თეატრში სპექტაკლი „ბოშები“ გაიმართება

სპექტაკლში მონაწილეობენ „აზდაკის ბაღის“ დასის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მოხალისე მსახიოებები. რეჟისორი და იდეის ავტორი გახლავთ ივანე (ბაჩო) გაბრუაშვილი.

,,გთხოვთ მობრძანდეთ რადგან ასეთი ტიპის ღონისძიებები ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას წარმოადგენს. საზოგადოების ჩართულობა და მისი შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ თეატრის თანამშრომლები.

ბილეთები იყიდება თელავის თეატრის სალაროში. ინფორმაციისთვის დარეკეთ: (0322) 2 72 68 68, 597 73 49 73. ბილეთის ფასი – 5.00 ლარი. სპექტაკლი იმართება თეატრის, მერიისა და და ორგანიზაცია “ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის” მხარდაჭერით.