სააპელაციო სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნათია ქუთათელაძის 2016 წლის 23 ივინისის განჩინების მიხედვით უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულ ალექსი ჯუგაშვილის საქმეზე. როგორც knews.ge-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განუცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტია გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.
ალექსი ჯუგაშვილმა სასამართლოს სარჩელით 2015 წლის 15 სექტემბერს მიმართა. მოსარჩელე ჯუგაშვილი ითხოვდა გამგეობაში ჩატარებული ატესტაციის შედეგების (კომისიის სხდომის ოქმის) და ამ ოქმის საფუძველზე მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობას, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებას.