ახალი ამბები

საფრანგეთის ელჩი თელავს ეწვევა

ოფიციალური შეხვედრა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართება. შეხვედრა მიზნად ისახავს ქალაქ თელავის და ზოგადად კახეთის მხარის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობას საფრანგეთის რესპუბლიკასთან.
გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესვე, 13:00 საათზე, საფრანაგეთის სრულუფლებიანი ელჩი, კახეთის გუბერნატორი და თელავის მერი თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეხვდებიან ქალაქში მოღვაწე ხელოვანებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.