მუსიკალურ კონკურსში სოსო მიქელაძის სიმღერა ,,ხალხის რჩეული’’ გახდა
რადიოჰოლდინგის ინფორმაციით, „ხალხის რჩეული“, კონკურსის საიტზე მიცემულ ხმებთან ერთად, გამოვლინდა „იუთუბის“ ნახვებისა და ჰოლდინგის ოთხ რადიოსადგურში ჩარტებში მოწინავე პოზიციების მიხედვით.
აღნიშნული სიმღერის და ტექსტის ავტორი თავად სოსო მიქელაძეა, არანჟირება კი ბექა გაბუნიას ეკუთვნის.
როგორც knews.ge-ს მიქელაძემ განუცხადა, სიმღერა, რომელიც მსმენელს სექტემბრის თვეში წარუდგინა, სოციალურ ქსელების მომხმარებელთა რეკორდულმა რაოდენობამ ნახა.
,,1 სექტემბერს გამოვიდა ეს სიმღერა და თვის ბოლოს ის მსმენელებისთვის წარვადგინე რადიო ,,არ დაიდარდოს’’ მეშვეობით. აქამდე სოსო მიქელაძე იყო უცნობი და მას მხოლოდ იცნობდნენ თელავში. სიმღერამ ,,მე და შენ’’ მოხსნა რეკორდი და 13 მილიონამდე ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში. ეს დიდი წარმატებაა, რადგან მსგავსი რაოდენობის ნახვა სხვა ცნობილი მომღერლების სიმღერებს არ აქვს. ,,მე და შენ’’ რადიო არ დაიდარდოს ათეულში ბოლო ორი თვის განმავლობაშიც და ახლაც პირველ ადგილს იკავებს. მე არ ვაპირებ გაჩერებას. ივლისში ვგეგმავ ახალი სიმღერის მსმენელებისთვის შეთავაზებას და წლის ბოლოს ალბომის გამოშვებას, ‘’– განუცხადა Knews.ge-ს სოსო მიქელაძემ.
კონკურსში გამარჯვებულები 17 ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის სიმღერის კონკურსი წელს მესამედ გაიმართა.